პროექტის სახელი: ,,შემოდგომა ჩემს სოფელში"
პროექტის მოკლე აღწერა: შემოდგომის სურათების აღწერა საკუთარ სოფელში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის შემოსვლას თავის სოფელში. აღწერენ, თუ როგორ იცვლის სახეს ბუნება, როგორ იცვლება კლიმატი მათ მხარეში, აღწერენ რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომის დადგომას. მიიღებენ მონაწილეობას მოსავლის აღების პროცესში და ფოტოებზე აღბეჭდავენ ამას. ბავშვები გადაუღებენ სურათებს ყურძნის კრეფისა და დაწურვის, ჩურჩხელების ამოვლების, კაკლის ბერტყვის, სიმინდის ტეხის პროცესებს (კუთხეების მიხედვით). დააკვირდებიან, როგორ ემზადება სოფელი ზამთრის შესახვედრად, როგორ ეზიდებიან შეშას ტყიდან.ისინი აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა სოფლის წარსულსა და აწმყოს შორის, შემოდგომასთან დაკავშირებული რა ძველი ტრადიციები, ლექსები და სიმღერები შემორჩა მათ მეხსიერებას.ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატის ბუნებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო-ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
მონაწილეთა ასაკი: 12-15ვადები/
ხანგრძლივობა: 1 თვეპროექტის
შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები (კუთხეების მიხედვით). მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები. შექმნილი ბლოგი.სარგებელი სხვებისათვის: ბავშვები ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნე-ბას, კლიმატს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტოალბომები, რითიც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული, დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებითა და ბუნებით. ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ასმათ კოროშინაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: asmatkoroshinadze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://koroshinadzeasmat.blogspot.com/
No comments:
Post a Comment